Thursday, October 23, 2014

ყვითელი ავტობუსიდან მგზავრებმა შავკანიანი მამაკაცი გადმოაგდეს


ყვითელი ავტობუსიდან მგზავრებმა შავკანიანი მამაკაცი გადმოაგდეს
მწერალ ლელა კოდალაშვილის განცხადებით, ყაზბეგის გამზირზე შავკანიანი ბიჭი ავტობუსიდან მძღოლმა და მგზავრება ებოლას ვირუსის საშიშროების გამო ჩამოაგდეს. 


ამის შესახებ კოდალაშვილი "Facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა... ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს... დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო... ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს... მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან"... მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას"... ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული ბოევიკის პერსონაჟი "კადილაკივით" მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება...", - წერს ლელა კოდალაშვილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

No comments:

Post a Comment