2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული და მომავლი წლის ბიუჯეტიც ასეთი იქნება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასებისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე და სხვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "გუნდმა გადაწყვეტა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი".
"2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64%-ით. ეს არის 600 მილიონ ლარამდე, თუ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე.
No comments:
Post a Comment