საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს.
მინისტრის მოსახლეობას მოუწოდებს, თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ის არ არის სიცხის დამწევი წამალი და მას აქვს მკვლელის ფუნქცია.
ამასთან, დავით სერგეენკო ექიმებსაც აფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა, კატეგორიული მოწოდება იქნება, თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება, ვინ მოკლას და ვინ – არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივ დანიშნულებას. მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს იმისათვის, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, მაგრამ ნუ გეწყინებათ, თუკი ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, შესაბამისი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
kvira.ge
No comments:
Post a Comment