არსებობს მთელი მეცნიერება, რომელსაც რეფლექსოლოგია ჰქვია და ხელისგულზე არსებული ბიოაქტიური წერტილების ორგანიზმზე მოქმედებას სწავლობს.
ცერა თითი: შფოთვა, თავის ტკივილი
თუკი თავს გათანგულად და დათრგუნულად გრძნობთ ან თავის ტკივილი გაქვთ, რომელსაც ერთვის შფოთვა, მოჰკიდეთ ხელი ცერა თითს და ძლიერად დააწექით. ოღონდ არა იმდენად ძლიერად, რომ რაიმე იტკინოთ.
საჩვენებელი თითი: კუნთების ტკივილი, უიმედობა
მინესოტას უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომელთაც თიკმელების პრობლემები ჰქონდათ, შესამჩნევი უკეთესობა შეემჩნეოდათ, როცა მათი მკურნალობის კურსში რეფლექსოლოგია ჩართეს.
გარდა ამისა, საჩვენებელი თითის მასაჟი ამცირებს კუნთების ტკივილს.
შუათითი: სიბრაზე, დაღლილობა
შუათითი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ემოციებთან, კერძოდ კი, სიბრაზესა და გაღიზიანებულობასთან. გარდა ამისა, ამ თითის მასაჟი ღვიძლის პრობლემებსაც მოგიხსნით.
მსგავსი ვარჯიში იმითაც არის ეფექტური, რომ აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, შესაბამისად კი, ხსნის შფოთვას, სიბრაზესა და დაღლილობას.
არათითი: უარყოფითი ემოციები, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა
მასზე ზომიერი დაწოლა საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასა და სუნთქვით ფუნქციებზე დადებითად მოქმედებს.
მასაჟის შესრულებისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ სუნთქვა.
ნეკა თითი: ნევროზულობა და სტრესი
ხელისგული: გულისრევა, დაძაბულობა
ხელისგული შინაგანი ორგანოების უმეტესობაზეა პასუხისმგებელი.
გარდა იმისა, რომ ხელისგულის მასაჟი მოგიხსნით გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნებას, ის კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც შეებრძოლება.
ხელები: სისხლის მიმოქცევა, კონცენტრაცია
ასეთი ვარჯიში არა მხოლოდ დაგილაგებთ თავში აზრებს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ, მთელ ორგანიზმს მწყობრში აყენებს.
წყარო: marao.ge
No comments:
Post a Comment