Thursday, May 24, 2018

გაფიცვის რა ფორმებს მიმართავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები უცხოეთში


Guardian-ი იმით დაინტერესდა, თუ რა ფორმებს მიმართავენ გაფიცვისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები სხვადასხვა ქვეყნებში.
მაისის დასაწყისში იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ავტობუსის მძღოლებმა პროტესტის უჩვეულო ხერხი გამოიყენეს. მათ მთავრობას თავისი მოთხოვნები წაუყენეს, მაგრამ მუშაობა განაგრძეს და მგზავრების უფასოდ გადაყვანა დაიწყეს.
ყველაფერი კი აპრილის ბოლოს დაიწყო, როდესაც ქალაქში კომპანია Megurin-ი გამოჩნდა, რომლის მარშრუტები კომპანია Ryobi-ს მარშრუტებს დაემთხვა, თუმცა მისგან განსხვავებით უფრო დაბალი ტარიფებით.
Ryobi-ს მძღოლებმა ამის გამო შეშფოთება გამოხატეს და კომპანიის ხელმძღანელობისგან გარანტიები მოითხოვეს. თუმცა დირექცია დათმობებზე არ წავიდა. 
ამის შემდეგ იაპონელი მძღოლები ორიგინალურად „გაიფიცნენ“. ისინი სამუშაოდ გავიდნენ, თუმცა ავტობუსებში ბილეთის ასაღები აპარატები დროებით გააუქმეს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურნენ, რითაც ირიბად მოსახლეობის მიმხრობასაც შეეცადნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მძღოლებმა მსგავს ზომებს მიმართეს. გასულ წელს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მძღოლებმა ე.წ „უფასო დღე“ მოაწყვეს და მგზავრები მთელი დღე მზაგვრობის საფასურის გადახდის გარეშე გადაჰყავდათ. ანალოგიურად მოიქცენენ აგრეთვე ბრიზბენის ავტობუსის მძღოლები. ამ ფორმით მათ ხელფასის გაზრდა მოითხოვეს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები ბევრ ქვეყანაში ტარდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ბრაზილიაში მიმდინარე აქციები, სახელწოდებით Movimento Passe Livre.
2003 წლიდან ქალაქ სალვადორში, ათასობით სტუდენტი და მუშა გამოვიდა, რომლებმაც მგზავრობის საფასურის გაძვირება გააპროტესტა. მოძრაობამ კულმინაციას 2013 წელს მიაღწია, როდესაც ქუჩაში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა.

ნაკლებად მასშტაბური, თუმცა უჩვეულო ფორმით მოქმედებს შვედეთში 2011 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფი Planka, რომელიც ქალაქებს შორის უფასო გადაადგილებას მოითხოვს. ჯგუფი ადამიანებს მოუწოდებს მგზავრობის საფასური არ გადაიხადონ, თავის წევრებს კი ჯარიმებს ჯგუფის ფონდიდან უნაზღაურებს. ისინი აქვეყნებენ ვიდეოებს და ასწავლიან სტოკჰოლმისა და გოტენბურგის მცხოვრებლებს, როგორ გადაახტენ ბარიერებს და როგორ უთვალთვალონ კონტროლიორებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment