ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში, თამბაქოს რეგულაციის კონტროლი პასუხისმგებელ პირს უნდა დაევალოს. ამის შესახზებ აჭარის ტელევიზია წერს.
პასუხისმგებელ პირს, რომელსაც ფაქტის დაფიქსირება და შსს-თვის ცნობა ევალება, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე შეარჩევს.
1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.
მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment