Tuesday, May 22, 2018

დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება. შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ქუმსიშვილი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ის და სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელთან ტაო ჟანთან ერთად საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს, გარდა ამისა, საუბრის თემა იქნება საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა.
ასევე იგეგმება შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან და მის გუნდთან, რომელთანაც საუბარი იქნება ფონდთან საქართველოს პროგრამის მიმდინარეობაზე.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment