ფიქრობთ, რომ დედამიწაზე მოვლენები ძალიან ცუდად ვითარდება და საერთოდ დიდი სიამოვნებით მიატოვებდით ამ პლანეტას და სადმე სხვაგან გადასახლდებოდით?! შესაძლოა, ეს ფიქრი რეალობად იქცეს თუ ასგარდიის მოქალაქე გახდებით. წარმატების შემთხვევაში ახლად ჩამოყალიბებული ეს "კოსმოსური სამეფო" მთვარის კოლონიზებას ფიქრობს.
"კოსმოსური სამეფო" ასგარდია 20 თვის წინ ჩამოყალიბდა. მას უკვე აქვს კონსტიტუცია, ჰყავს არჩევითი პარლამენტი და, რაც მთავარია, 200 ათასზე მეტი მოქალაქე. მიმდინარე კვირის ორშაბათს კი ასგარდიის ლიდერის, იგორ აშურბეილის ინაუგურაცია გაიმართა. აშურბეილი რუსი ინჟინერი, კომპიუტერული მეცნიერი და ბიზნესმენია, რომელსაც სურს კოსმოსში პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნას.
ასგარდიის ყველაზე მეტი მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 26 969 ადამიანი, თურქეთიდან - 22 862 ადამიანი და ინდოეთიდანაა -17 570 ადამიანი. ჯამში ასგარდიის მოქალაქეობა მსოფლიოს 224 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის კი ქართველებიც არიან.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment