Wednesday, June 27, 2018

სტოლტენბერგი: საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის 29 ქვეყნის გადასაწყვეტია

"ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებს ნატოში ინტეგრაციის კუთხით", - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის, ჟანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოში ახალი წევრების მიღებას ალიანსის წევრი 29 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს, რაზეც რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს.
„რუსეთი იყენებს შეიარაღებულ ძალებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოსა და უკრაინაში. რუსეთს ჯარები ჰყავს მოლდოვაშიც. მიუღებელია, რუსეთი თავისი გავლენის სფეროებს აყალიბებდეს და წყვეტდეს, როგორ იმოქმედონ მეზობელმა ქვეყნებმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების კუთხით, ვთანამშრომლობთ უკრაინასთან. ნატოში ამ ქვეყნების გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს ალიანსის წევრი 29 ქვეყანა და არავის აქვს ამ პროცესში ჩარევის უფლება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
20 ივნისს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. მაგალითად იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოიყვანა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment