Friday, June 29, 2018

სხალთის მთავარეპისკოპოსი ხულოს მერიის შენობის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს

ხულოს მერიის შენობის საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.
საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა ჩატარდა ხულოსა და ხიჭაურში. შეხვედრებზე გაჟღერდა, რომ ძველი ადმინისტრაციული შენობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტს გადაეცეს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  დაარსდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მოთხოვნას 3 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.
საკითხს ხულოს მერი გოჩა მელაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მოქმედი  მერიის შენობის გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ახალი ადმინსტრაციული შენობის აშენების შემდეგ მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყვეტენ თუ რისთვის გამოიყენებენ ახლანდელ მერიის შენობას. 
22 მაისს ხულოს ცენტრში მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ​ღონისძიების ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და კომპანია „მეტროს“ დირექტორს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment