Friday, June 29, 2018

საგამოცდო ცენტრებისთვის მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ

სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრისგან მიიღეს დავალება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში ​კონდიციონერებით აღიჭურვოს.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.
გუშინ, კონდიციონერების პრობლემის საკითხს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. მთავრობის სხდომაზე კი ამ პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი.
თბილისის მერიამ კი გაავრცელა ინფრომაცია, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების 5 მარშრუტს დანიშნავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment