Sunday, August 26, 2018
ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში დღეს 6 პირი შეიყვანეს
ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 6 ახალგაზრდა შეიყვანეს, საიდანაც 2-ს ალკოჰოლური, 2-ს კვებითი, ხოლო ერთს - გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. რაც შეეხება კიდევ ერთს, მას მხრის არეში ზედაპირული დაზიანებები აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მისი ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.
რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 25 აგვისტოსაც, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს ჯამში 16-მა პირმა მიმართა. გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment