Sunday, August 26, 2018
კასპში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
„როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მეორედ უკვე საკუთარი მიმართულებით გაისროლა და თავი მოიკლა“, - აცხადებენ მეზობლები.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლოს კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment