გამოცემა Business Insider-მა სმარტფონების რეიტინგი შეადგინა და 5 საუკეთესო მობილური ტელეფონი დაასახელა. მათ უპირატესობა მინიჭებული აქვთ ტექნიკური აღწერილობისა და ფასის მიხედვით.
1. OnePlus 6 - მისი საბაზრო ღირებულება 530 დოლარია, რაც შეეხება ტექნიკურ აღწერილობას, აქვს კარგი კამერა, პროცესორი Qualcomm Snapdragon 845, 6GB-იანი ოპერატიული მეხსიერება.
2. Samsung Galaxy Note 9 - მისი ღირებულება 1000 დოლარია. ტექნიკური აღწერილობის მხრივ კი, ამ სმარტფონს აქვს 6.4-ინჩიანი OLED ეკრანი, ძლიერი ბატარეა, კარგი ხარისხის კამერა, მისი მეხსიერება 128 GB-დან იწყება და მისი გაზრდა შესაძლებელია. ასევე აქვს სახის ამომცნობი და თითის ანაბეჭდის სისტემა.
3. Samsung Galaxy S9 - მისი საბაზრო ღირებულება 720 დოლარია. გამოცემის ცნობით, მას კარგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს და ამ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე "ლამაზი სმარტფონია".
4. LG G7 Thinq - მისი ღირებულება 570 დოლარია. მას 6.1-ინჩიანი ეკრანი აქვს და დიზაინით iPhone X-ს ჰგავს. მასში ჩამონტაჟებულია მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეოსისტემა. აქვს პროცესორი Qualcomm Snapdragon 845.
5. Moto G6 - ეს სმარტფონი Motorola-ს ეკუთვნის და მისი საბაზრო ღირებულება 250 დოლარია. აქვს 5.7-ინჩიანი ეკრანი, ძლიერი ბატარეა, რომელიც სწრაფად იტენება. ამასთან, გამოცემის ცნობით, სმარტფონი ძალიან კარგი კამერით არის აღჭურვილი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment