Pages

Sunday, March 31, 2019

ქართული მითოლოგია - აგუნა

აგუნა ქართული მითოლოგიის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უძველესი ღმერთი იყო. საქართველოში, როგორც ღვინის სამშობლოში მას განსაკუთრებული პატივი მიეგებოდა, ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობის მფარველად ითვლებოდა. მის საპატივსაცემოდ რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა როგორც საშემოდგომო, ასევე საახალწლო დღესასწაულებზე. მაგალითად იმერეთში, რაჭაში და ქართლში საახალწლოდ აგუნას სახელზე ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის კვერები. ამ რეგიონებში მას "მტევანას" ეძახდნენ, ხოლო გურიაში "აგუნას პურს"
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ამ პურს მსხვერპლის სახით ვაზთან გადატეხავდა ხოლმე. აგუნას ხალხი ვენახის ნაყოფიერებას შესთხოვდა. მისდამი ლოცვები და რიტუალები უხშირესად მარანში აღევლინებოდა ან ვენახში მაღლარ ვაზთან. მარანი საქართველოში ყურძნისა და ღვინის კულტის წყალობით, რომელსაც მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ჰქონდა ფესვები, სათაყვანებელი და წმინდა ადგილი გახდა. ხშირად სწორედ მარანში იკვლებოდა შესაწირავი ცხოველი, აქ გადაიხდებოდა ხოლმე ქორწილი, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ზოგჯერ მარანში იმართებოდა ნათლობის აღსანიშნავი პურ-მარილი და ა.შ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ასევე გურიაში იყო ტრადიცია, რომ ახალი წლის ღამეს ანთებული თაფლის სანთლებით ჩამოივლიდნენ ხოლმე მარნებს, თავდაყირავებულ საწნახელზე ნაჯახის ყუით აკაკუნებდნენ და დასძახებდნენ: "აგუნა, აგუნა, შემოდი ჩვენსას, გადმოიარე ბახვი და ასკანა, ჩვენს მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი." ამის შემდეგ კი იმართებოდა ლხინი და იშლებოდა პურ-მარილი.

კლარჯეთში რთველის დროს ვენახში ლხინს მართავდნენ და ამგვარ რიტუალს აღასრულებდნენ: ყმაწვილი ბიჭები შიშვლდებოდნენ, სხეულს აკიდოებით იმკობდნენ, ფერხულში დგებონენ და აგუნას სადიდებლად ცეკვავდნენ. ამ ღვთაებას რაჭასა და ლეჩხუმში ანგურა ეწოდებოდა, სამეგრელოში კი ჯუჯელია. საინტერესოა, რომ იგივე სახელი - "აგუნა" გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ყველაზე ცნობილ "ნართების ეპოსში" იმ განსხვავებით, რომ იქ აგუნა არც ღვთაებაა და მით უმეტეს არც მევენახეობის მფარველი, არამედ საღვთო სასმლის ჭურჭლის სახელია.
აგუნას რიტუალის ზოგიერთი ელემენტი პარალელს ჰპოვებს ფრიგიულ, ბერძნულ და რომაულ დიონისეს, იგივე ბახუსის კულტთან, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში მთელს სამხრეთ ევროპაში, საქართველოს, იტალიის, საბერძნეთის, მცირე აზიის (თურქეთის) და სხვა ტერიტორიებზე... როგორც გიორგი ჩიტაიას "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" იტყობინება, აგუნას კულტი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მე-19 საუკუნემდეც კი იყო შემორჩენილი
intermedia.ge

მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლას პოლონელი ემსხვერპლა

მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის კაცი გარდაიცვალა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.
imedinews.ge
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


16 წლის გორელი გოგონა, რომელიც 40 დღე კომაში იყო წუხელ გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომელმაც 19 თებერვალს გორში თვითმკვლელობა სცადა, წუხელ გვიან ღამით, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგო კომატუზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე დაახლოებით 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, გორში, 16 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მოზარდი დედამ საკუთარ ოთახში ხალათის ქამრით დაკიდებული იპოვა. ახალგაზრდა გოგო უმძიმეს მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმების მცდელობის მიუხედავად 16 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
dianews.ge
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


"ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერით ხელი..." - ზუგდიდში მომდხარი კონფლიქტის დეტალები, სადაც მამაკაცს სამჯერ ესროლეს

ზუგ­დიდ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­მამრმა დაჭ­რა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა და ბრალ­დე­ბუ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ხელი ჩუ­მად მო­ა­წე­რეს, რაც კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი გახ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„გოგო პირ­ველ კურ­სზეა, ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ. რო­გორც მე ვიცი, ამის რისი წი­ნა­აღ­მდე­გიც იყო გო­გოს მამა. უთ­ქვამს სწავ­ლას მორ­ჩე­ბა და მერე ვნა­ხოთ და­ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვიო. თუმ­ცა ახალ­გაზ­რდებს ჩუ­მად მო­უ­წე­რით ხელი. ბიჭი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან არის დე­პორ­ტით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და ცო­ლის გვარ­ზეა გა­და­სუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო მა­მამ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გახ­და დაჭ­რის მი­ზე­ზი“, - ამ­ბობს წყა­რო.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ქუ­ჩა­ში სამ­ჯერ ეს­რო­ლეს. შემ­თხვე­ვა მე­ო­რე სკო­ლას­თან მოხ­და
ambebi.ge

რეალი ერიქსენს 150 მილიონ ევროდ მიიღებს

მადრიდის „რეალმა“ ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემის“ წარმომადგენლებისგან კრისტიან ერიქსენის სატრანსფერო ფასი შეიტყო.
Mirror -ის ცნობით, ესპანელებს 27 წლის ნახევარმცველში 150 მილიონი ევროს (130 მილიონი ფუნტი) გადახდა მოუწევთ. სწორედ ამ ფასს ასახელებს „ტოტენჰემის“ მწვრთნელი დენიელ ლევი.  
კრისტიან ერიქსენის ხელშეკრულების ვადა „ტოტენჰემთან“ 2020 წელს სრულდება, ამიტომ  დენიელ ლევი ცდილობს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. 
დენიელ ლევი ცდილობს „ტოტენჰემის“ ისტორიაში ყველაზე მეტი ფული იშოვოს. დასახელებული ტრანსფერის თანხა 10 ჯერ აღემატება იმ ფასს, რაც „ტოტენჰემმა“ ჰოლანდიურ „აიაქსს“ კრისტიან ერიქსენში გადაუხადა. 2013 წელს ფეხბურთელი ამსტერდამიდან ლონდონში 12,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადმოვიდა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ვენესუელა ელექტროენერგიის გარეშე ამ თვეში უკვე მესამედ დარჩა

ვენესუელაში გუშინ საღამოს, მარტის თვეში უკვე მესამედ ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა შტატში შეწყდა. მისი მიწოდება კარაკასში ნელნელა დაიწყო. როგორც CNN-ი წერს, გამბული სირენების და მანქანის სიგნალის ხმა ისმოდა ქუჩებში იქამდე, სანამ გენერატორი ჩაირთვებოდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა კარაკასის ღარიბ რაიონებსა და დასახლებებში, სადაც ჯერ კიდევ არ განახლებულა სრულად მარტის დასაწყისში გათიშული ელექტროენერგიის შემდეგ სერვისების მიწოდება. ელექტროენერგიის კრიზისის გამო ქვეყანაში წყალსა და საკვებ პროდუქტზე შეიქმნა პრობლემა, რის გამოც მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. 
ვენესუელის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე 7 მარტს მომხდარი ავარიის გამო, თითქმის მთელ ქვეყანას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

UEFA-მ გადაწყვეტილება მიიღო - ლიგის მატჩებში დიდი ცვლილება შევიდა

გავრცელებული ინფორმაციით, „უეფამ“ გადაწყვეტილება მიიღო და მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დიდი ცვლილებები იგეგმება...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„უეფა“ აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ დაფიქსირდა რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც მასპინძელი გუნდის ტრიბუნები ბოლომდე სავსე არ იყო. მსგავსი პრეცენდენტები არასდროს ფიქსირდებოდა.

დაწესდება რეგულაციები, რომელიც ყველა მონაწილე გუნდმა უნდა მიიღოს და მატჩზე დასასწრები ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასი შემოგვთავაზოს.

დაწესედება გარკვეული ლიმიტი, რომელსაც ვერცერთი კლუბი ვერ გადააჭარბებს და დაპირისპირებებზე დასასწრები ბილეთები ქომაგებისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

წლევანდელ სეზონში რამდენიმე დაპირისპირებაში ბილეთის ფასმა სიძვირით ჩემპიონთა ლიგის ფინალების ბილეთის ფასებს გადაასწრო და ტენდენცია აშკარად უაყოფითი მოვლენებისკენ მიდის.
Halamadrid.ge

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება

2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე და რე­გუ­ლა­ცია ამოქ­მედ­დე­ბა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" იმ რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც ორ დღე­ში ამოქ­მედ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პლას­ტი­კის პარ­კე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა
2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა. შე­გახ­სნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 2018 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია უკვე აიკ­რძა­ლა.
ამა­ვე რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 1-ლი აპ­რი­ლი­დან სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა ოქ­სო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია.
კო­დექ­სის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის 500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ას, გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის 1 000 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.
მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­დე­ბა
1-ლი აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის იმ ნა­წილს, რო­მელ­საც სეს­ხის აღე­ბის დროს ბან­კში ჩა­სა­დე­ბად საკ­მა­რი­სი ქო­ნე­ბა არ აქვს, სა­ხელ­მწი­ფო და­უდ­გე­ბა გა­რან­ტო­რად, რომ კომ­პა­ნი­ამ სეს­ხი აი­ღოს და ბიზ­ნესპრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
სეს­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს 50 000 ლა­რი­დან 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე. გა­რან­ტი­ის და­ფარ­ვის დონე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სეს­ხზე 70% იქ­ნე­ბა, სქე­მის ფარ­გლებ­ში გა­რან­ტი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის მთლი­ა­ნი პორ­ტფე­ლის 15%-ის ფარ­გლებ­ში. აკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა ის მე­წარ­მე-სუ­ბი­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო ბრუნ­ვა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 20 000 000 (ოც მი­ლი­ონ) ლარს, ხოლო სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 8 000 000 (რვა მი­ლი­ონ) ლარს. სა­გა­რან­ტიო თან­ხე­ბის გან­თავ­სე­ბა მოხ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში გახ­სნილ სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე.
მძღო­ლებს ნარ­კო­ტესტზე ად­გილ­ზე­ვე შე­ა­მოწ­მე­ბენ -ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ის­ჯე­ბა
1 აპ­რი­ლი­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა და­ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ანდა 1 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით. ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში 1 აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა
ambebi.ge

სლოვაკეთმა პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია

ადვოკატი და აქტივისტი ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერმა ჩაპუტოვამ ხმების 58,01% დააგროვა, სახელისუფლებო პარტია შმერ-ის კანდიდატმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა კი - 41,98%. ხმების 90 % უკვე დათვლილია. 
17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ 40,57%, შეფროვიჩმა - 18,66% მიიღო
imedinews.ge


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება.
"დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.
მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა,"- წერია განცხადებაში
imedinews.ge


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

2019 წლის 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მათი ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
უწყების ცნობით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთში, ფინეთში, შვედეთში და ა. შ.
interpressnews.ge

Saturday, March 30, 2019

5 წლის ბავშვის მშობელი ზუგდიდის საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

5 წლის ბავშვის მშობელი ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მშობლის ინფორმაციით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხევა არ არის და ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს თავად შეესწრო. მომხდარის შესახებ მან პოლიციას უკვე შეატყობინა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე დედაჩემი შეესწრო, მაგრამ მან აპატია. მე რომ ვნახე ჩემს შვილს ანჯღრევდა, ვერ მოვითმინე. ჩემსა და მასწავლებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა“, - ამბობს მშობელი.
როგორც ბაღის გამგემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბაღში არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ყველა კითხვას პასუხს პროკურატურა გასცემს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება შეტყობინების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისი 126- ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
interpressnews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი ოცნებაა გახდეს ფეხბურთელი" - გაიცანით 11 წლის ბიჭი, რომელიც აფხაზეთიდან ზუგდიდში სავარჯიშოდ ყოველდღიურად კილომეტრებს გადის

11 წლის დიტო ოკუ­ჯა­ვა ზუგ­დიდ­ში ბაის სამ­წვრთნე­ლო ბა­ზა­ზე მი­სას­ვლე­ლად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სო­ფელ გა­ი­დი­დან თით­ქმის ყო­ველ დღე 90 კი­ლო­მეტრს მო­პე­დით, დე­დას­თან ერ­თად გა­დის. დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე ად­გო­მა და ათო­ბით კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა არ ეზა­რე­ბა, რა­დაგნ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თუ ბევ­რს ივარ­ჯი­შებს, კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, იმ სო­ფელ­ში, სა­დაც თვი­თონ ცხოვ­რობს სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. ბა­ი­ას ბა­ზა­ზე ვარ­ჯი­ში მოს­წონს და ბევ­რი მე­გო­ბა­რიც შე­ი­ძი­ნა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე გად­მოს­ვლის პრობ­ლე­მა არ აქვს. გვიყ­ვე­ბა, რომ მე­სა­ზღვრე­ე­ბი ზოგ­ჯერ ური­გოდ დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შეც უშ­ვე­ბენ.
.

"ოტო­ბა­ი­ას ნო­მერ პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ვარ, მეშ­ვი­დე კლას­ში ვარ. მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჩემს სო­ფელ­ში ნაკ­ლე­ბად მაქვს. ამი­ტომ ზუგ­დიდ­ში ბა­ი­ას ბა­ზა­ზე დავ­დი­ვარ, მომ­წონს აქა­უ­რო­ბა. მწვრთნე­ლე­ბიც კარ­გე­ბი არი­ან და ბევ­რი მე­გო­ბა­რიც შე­ვი­ძი­ნე, ამი­ტო­მაც მონ­დო­მე­ბუ­ლი ვარ აქეთ გად­მო­ვი­დე და კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვი­დე. მე­სა­მე წე­ლია რაც მო­პე­დით დავ­დი­ვარ, ეკო­ნო­მი­უ­რი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. სა­ზღვარ­ზე თბი­ლად მხვდე­ბი­ან, გად­მოს­ვლაც არ მი­ჭირს. ბევ­რჯერ ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, მიც­ნო­ბენ, ზოგ­ჯერ ური­გო­დაც, სა­ბუ­თე­ბის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შეც მიშ­ვე­ბენ", - ამ­ბობს დიტო ოკუ­ჯა­ვა.
.

მო­ზარ­დის მწვრთნე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის მონ­დო­მე­ბუ­ლია და თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად ასა­ხე­ლებს.
"სამი წე­ლია, რაც დიტო ჩვენ­თან და­დის, მოს­ვლის დღი­დან თავი შეგ­ვაყ­ვა­რა. ყო­ველ მე­ო­რე დღეს ვარ­ჯი­შე­ბი აქვს. რო­გორც ვი­ცით, ფი­ნან­სუ­რად უჭირთ და ჩვენც ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს ვუ­წყობთ. ფორ­მა იქ­ნე­ბა, თუ ბურ­თი, რაც ფეხ­ბურ­თელს სჭირ­დე­ბა, მას აქვს. გარ­და ამი­სა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­და­სა­ხადს არ ახ­დე­ვი­ნებს", - გვე­უბ­ნე­ბა მწვრთნე­ლი თე­მურ გუ­ჯე­ჯი­ა­ნი.
დიტო ოკუ­ჯა­ვას მთა­ვა­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დედა მა­დო­ნა ხუ­ხუაა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სოფ­ლი­დან ის შვილ­თან ერ­თად ყო­ველ დღე გად­მო­დის და მას ვარ­ჯი­შის დარ­სუ­ლე­ბამ­დე ელო­დე­ბა.
"მას არ ეზა­რე­ბა წვი­მა­ში, ქარ­ში და სი­ცი­ვე­ში სი­ა­რუ­ლი. მე ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს ვუ­წყობ და გვერ­დში ვუდ­გა­ვარ. ვა­ხერ­ხებთ სი­ა­რულს, ყო­ველ მე­ო­რე დღეს, ზოგ­ჯერ ყო­ველ­დღეც დავ­დი­ვართ. მისი ოც­ნე­ბაა გახ­დეს სა­სა­ხე­ლო ფეხ­ბურ­თე­ლი. სა­ზღვარ­ზე გად­მოს­ვლის პრობ­ლე­მა არ გვაქვს, დღეს ური­გოდ გად­მოგ­ვა­ტა­რეს აფხა­ზებ­მა. ვთხო­ვე ფეხ­ბურთზე აგ­ვი­ან­დე­ბა ბავ­შვს მეთ­ქი და უპ­რობ­ლე­მოდ გა­მოგ­ვა­ტა­რეს... თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სით დავ­დი­ო­დით, რაც ჩემ­თვის პრობ­ლე­მა იყო, შემ­დეგ გან­ვა­დე­ბით ვუ­ყი­დე მო­პე­დი, საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა გა­და­ვი­ხა­დეთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ფუჭ­და", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან მო­ზარ­დის დედა მა­ნა­ნა ხუ­ხუა.აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მო­ზარდს ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი დე­ვა­ძემ მო­უგ­ვა­რა და მას ახა­ლი მო­პე­დი და 300 ლიტ­რის საწ­ვა­ვი აჩუ­ქა. სა­ჩუ­ქა­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ცოტ­ნი­აშ­ვილ­მა, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ თაზო ფა­ცა­ცი­ამ და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­დას­ცეს.
ambebi.ge

კვლევა: ხელოვნურ ინტელექტს სიკვდილის წინასწარმეტყველება შეუძლია

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილი იწინასწარმეტყველოს, მეცნიერები ამ დასკვნამდე ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მივიდნენ, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამის შესახებ Eurekalert-ი წერს.
ხელოვნური ინტელექტის გამოცდა უკვე ჩაატარეს მეცნიერებმა და ექიმებმა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ადამიანების მონაცემები გამოიყენეს. ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს მონაცემები შეაფასა. შემდეგ კი ასეთი ამოცანის წინაშე დააყენეს - ხელოვნურ ინტელექტს უნდა გამოეცნო თითოეული ინდივიდის ნაადრევი სიკვდილის რისკები.
ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია მედიცინის განვითარებაში. მათივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში აღნიშნული მეთოდის დასანერგად ადამიანთა სხვა ჯგუფებში შემდგომი კვლევის ჩატარებაა საჭირო.    
ჯერჯერობით, სპეციალისტებმა ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. კვლევა 40-დან 69 წლის ასაკის ადამიანების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა
imedinews.ge

მედია: ემილიანო სალას პილოტს ღამით ფრენის უფლება არ ჰქონდა

მცირე ზომის თვითმფრინავის მფრინავს, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა დანიშნულების ადგილზე გადაჰყავდა, ღამით ფრენის უფლება არ ჰქონდა. ამის შესახებ BBC წერს
გამოცემის ინფორმაციით, დევიდ აიბოტსონს შეზღუდული ტიპის ლიცენზია ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დღის განმავლობაში ფრენის უფლებას გულისხმობს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ღამით ხედვასთან დაკავშირებული ხარვეზები იყო. 
28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელიც ნანტესიდან კარდიფში მიფრინავდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. 8 თებერვალს, კატასტროფის ადგილზე სალას ცხედარი იპოვეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური კომენტარს არ აკეთებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კალიფორნიაში 26 წლის კაცს პოლიციის ცრუ გამოძახებისთვის 20 წელი მიუსაჯეს

კალიფორნიაში 26 წლის გეიმერ ტაილერ ბერრისს 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
New York Daily News -ის ცნობით, დაპატიმრების მიზეზი აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე გეიმერის მიერ პოლიციის ცრუ გამოძახება გახდა. მან დაახლოებით 500 ცრუ ზარი განახორციელა, თუმცა ერთი საბედისწერო აღმოჩნდა.   
2017 წლის დეკემბერში ტაილერ ბერრისმა ონლაინ თამაშებში მეტოქისთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. მან ქალაქ უიჩიტოში, სადაც მისი მეტოქე ცხოვრობდა პოლიცია გამოიძახა. მან ასევე პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ იყო სროლა და ერთი ადამიანი გაიტაცეს. აღმოჩნდა რომ სახლში სულ სხვა პირი 28 წლის ენდრიუ ფინჩი ცხოვრობდა. რომელსაც პოლიციამ ესროლა, რადგან მან ხელი ქამრისკენ წაიღო. 
ფინჩის ოჯახმა ქალაქ უიჩიტოს ხელისუფლებას უჩივლა. პროკურატურამ პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ემიგრანტი ქალის წერილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკაში წასული ქალი ემიგრანტის წერილი. სასაცილოა თუ სატირალია თქვენ გაარჩიეთ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


“ დედაა მიშველეთ რაცხაა, მე არ ვვარგივარ თუ რა ხდება? შემიწირავს ეს ამერიკა.
ქალმა პატიოსნად გავუმზადე ბებიას ნაყინი, მივართვი ბანანისთან ერთად და მე ისევ ფეისში შემოვძვერი. სანამ მე აქ თქვენ პასუხს გცემდით, ნაყინი ბებომ მიირთვა, გულზე ჩამოწუწული წვეთებიც გულდასმით გაიწმინდა და სანამ მე ამ ფეისს მოვწყდი, ვხედავ ამდგარა, ჭიქაც წაუღია და ხელებს იბანს.არიქა წამოვფრინდი მარა რა წამოვფრინდი. გაგიხმა მზია თავი, ვბურტყულებ ჩუმათ. ერთი მოხუცი გაბარია და არიქა იმასაც ვერ მიხედო.მარა რომ არა ხარ ამ საქმიზა დაბადებული ჩემი ბრალი ხომ არაა . მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო წამოვფრინდი მარა რა წამოვფრინდი. ვეცი ამ ბებიას, სულ პადრუჟკით წამოვიყვანე სავარძლამდე. ვიფიქრე დავჯდები მეც მეთქი მაგრამ ჭიქა რაღაც ისე მიმზერდა. ჯანდაბას ჩავაგდო ერთი მეთქი მანქანაში, და ისევ უკან გავტრიალდი. ჭიქაში გატენილი ხელსაწმენდი ნაგავში მოვისროლე, და მეც მშვიდად მოვკალათდი ჩემს ადგილზე.
ცოტა ხნის შემდეგ ბებო აწრიალდა, გავხედავ არაფერი... გავხედავ არაფერი... არადა აშკარად რაღაცა აწუხებს. კარგად ხარ გოგო, ვეკითხები, yes მეუბნევა . არადა ვუყურებ წრიალებს, ეგ ოჯახაშენებული.
- გტკივა რამე? არა .
- საპირფარეშოში გინდა წასვლა? არა.
აბა რა გინდა ვეკითხები, რაღაცას ამბობს, ვერ ვიგებ, ისევ იმეორებს. აჰა შარი და ვერ ვიგებ. რა გინდა ქალო, არა გშია, არა გწყურია, არ გეფსია . რაღა გაფანცხვალებს გედვირიე ქალი.
ბოლოს ამ გონებაარეულმა, ჩემგან შეწუხებულმა ქალმა დამიღო ორ მეტრაზე პირი დაიტაკა პირში ხელი. სად არისო თურმე მეუბნევა. ვერ გავიგე მაინც . კიდე უფრო დაღო პირი და არ არისო გაიძახის. შეხედე რა არისო. არიქა მზია ეტაკე ნაგავს . მივქექე და რას მოქექავ. ისე საგულდაგულოდ ქონდა ბებოს გახვეული ხელსახოცში .
Yes yes. ვიპოვე, გახარებული და პროთეზით ხელში ასე ბედნიერი ვიყურები. იქით ბებო აქეთ მე.
იმედია მალე ავისრულებ ჩემ სურვილს და მალე დავბრუნდები ოჯახში. თორემ ასე თუ გავაგრძელებ გაკოტრდა ამერიკა. გუშინ ქვაბი გაფრინდა ნაგავში. დღეს ჭიქა . ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
ასე ამხნევებენ ქალები თავიანთ მძიმე მდგომარეობას. ამ პოსტს უამრავი ქალი გამოეხმაურა, პოზიტიურად თუ ისე .
intermedia.ge