Pages

Sunday, July 21, 2019

"იმედია, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს" - ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში 4 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს დედა დღემდე ეძებს

ჩხო­რო­წყუ­ში, ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში ოთხი წლის წინ და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს. 33 წლის გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი 2015 წლის აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა ინგა ვე­კუ­ას იმე­დი აქვს, რომ შვილს ცო­ცხალს და უვ­ნე­ბელს იპო­ვის. ამ იმე­დით ის შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკვე მე­ო­თხე წე­ლია ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც ინგა ვე­კუა AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, გი­ორ­გი ტო­ბა­ვარჩხილ­ზე სა­ლაშ­ქროდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო წა­სუ­ლი. თუმ­ცა მან ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად მე­ო­რე ტბის­კენ წას­ვლა არ მო­ი­სურ­ვა და მათ უთხრა, რომ გზად და­ე­ლო­დე­ბო­და. ვე­კუა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი დაბ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იმ ად­გი­ლას არ დახ­ვდათ, სა­დაც და­ტო­ვეს.
.

🙏 საქართველოს საპატრიარქო


"ოთხი წე­ლია ვე­ძებთ, ვერც ცო­ცხა­ლი და ვერც მკვდა­რი ვერ ვი­პო­ვეთ. ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და. ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მათ­თვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და და პირ­ველ ტბას­თან და­ე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე ტბამ­დე რვა სა­ა­თის შუ­ა­ლე­დია. მობ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იგი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ. მა­შინ ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რედ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძებ­დნენ. მე რო­გორც ვიცი, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, მაგ­რამ ყო­ველ წელს ვი­თხოვ დახ­მა­რე­ბას. გუ­ში­ნაც და­ვა­რი­გე გი­ორ­გის ფო­ტო­ე­ბი თბი­ლის­ში, ყიფ­ში­ძის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "აგ­რო­ჰაბ­ში", "კარ­ფურ­ში"... იმე­დი მაქვს, სა­დღაც არის და უბ­რა­ლოდ ამ­ნე­ზია აქვს. მე ვე­სა­უბ­რე ფსი­ქო­ლო­გებ­საც და მი­თხრეს, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს ეში­ნია, ამ­ნე­ზია ემარ­თე­ბა. ცოტა მში­შა­რაც იყო. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემი შვი­ლი სხვა­ნა­ი­რად არ მო­მექ­ცე­ო­და", - ამ­ბობს დედა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ინგა ვე­კუ­ას თქმით, შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას მა­ნამ არ შე­წყვეტს, სა­ნამ მის კვალს არ მი­აგ­ნებს. ოთხი წლის წინ და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მაშ­ვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­დი­რე­ე­ბი და ვერ­ტმფრე­ნი იყო ჩარ­თუ­ლი.
ambebi,ge

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი ბრალს არ აღიარებს

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბრალდება მისთვის აღკვეთის ღობისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, თავის მხრივ დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას შუამდგომლობს.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. სწორედ ამ ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.
ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა და ზურაბ შუბითიძემ, რომელიც კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სამშენებლო ობიექტზე ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის 16 წლის გარდაცვლილი მუშაც თვითნებურად შეიყვანა.
სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი, 19 ივლისს დააკავეს.
16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge

შსს იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.
კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის  1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისი”-ს გავლით გააბრუნეს აზერბაიჯანის მიმართულებით",- წერს შსს.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.
ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.
5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია. ბავშვები უკრაინაში 7 ივნისს გაამგზავრეს.
2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.
საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის. 
შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა.
imedinews.ge

ნიუ-იურკში სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა აწუხებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ძლიერი სიცხის გამო ნიუ-იუორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რადგან კლიმატური პირობების გამო სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში გაუქმდა ყველა ღონიძიება, რაც უქმეებზე იყო დაგეგმილი. 
გამოცემის ცნობით, ადამიანებს ძირითადად ძლიერი სიცხე აშშ-ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში აწუხებთ. მათ შორის გაუსაძლისი სიცხეა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში და ვაშინგტონში. ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.  
აშშ-ის ამინდის ნაციონალური სასმსახურის (NWS) ცნობით, ძლიერი სიცხე და ტენიანობა იწვევს სითბურ სტრესს ან მზის დარტყმას. ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების სპეციალური ზომები დაიცვან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Saturday, July 20, 2019

კვლევა: ოპერაციამდე მუსიკის მოსმენა ნერვებს ამშვიდებს

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს, ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. თემაზე სტატია BBC-მ რამდენიმე მაგალითსა და კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე-ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს ჩატარებული კვლევა აძლევს. 
კვლევის მონაწილე 157 ადამიანიდან უმეტესობა ამბობს, რომ უპირატესობას მათ მიერ შერჩეული მუსიკის მოსმენას ანიჭებენ.
ექსპერიმენტის მონაწილეებს დამამშვიდებელი საშუალება მიაღებინეს, მეორე ჯგუფს კი ბრიტანული ბენდის მუსიკა მოასმენინეს-შედეგად პაციენტის შფოთვა ორივე მხარეს იდენტურ დონეზე შემცირდა, ამტკიცებენ მკვლევარები. 
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიინა გრაფი ამბობს, რომ მუსიკა ტვინს ემიციური ფონისგან ათავისუფლებს და ახალისებს ნერვულ სისტემას.
„ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ, თავიანთ სამყაროში კომფორტულად იგრძნონ თავი და მთლიანად აკონტროლონ ის“. - ამბობს პროფესორი. 

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს დღეს შეხვდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეხვდება. 
ოქრუაშვილის თქმით, სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.
ოქრუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას მის მიერ დაგეგმილი სასამართლო დავის თაობაზე აპირებს. ის ამბობს, რომ დავის მოგების შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის 10 ჟურნალისტს ტელეკომპანიის წილს დაუთმობს.
ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.
ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პროკურატურას მიმართა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოითხოვა.
„საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?"- წერს დვალი Facebook-ზე.
თავად ოქრუაშვილს ბოლო ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხია.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პაატა სალიას პასუხი კითხვაზე, არის თუ არა მომხრე, რომ გიორგი გაბუნიამ "რუსთავი 2"-ზე მუშაობა განაგრძოს

მე მომ­ხრე-მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ შემ­თხვე­ვა­ში არაფ­რის არ ვარ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, არის თუ არა მომ­ხრე, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძოს, როცა ორ­თვი­ა­ნი სან­ქცი­ის ვადა გავა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც მისი, ასე­ვე ქი­ბარ ხალ­ვა­შის პო­ზი­ცია იყო, რომ ყვე­ლა რჩე­ბა და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, გარ­და არ­ხის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ა­სი.
"მე მომ­ხრე-მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ამ შემ­თხვე­ვა­ში არაფ­რის არ ვარ. მე ვთქვი, და­ვა­ფიქ­სი­რე პო­ზი­ცია, რომ ყვე­ლა რჩე­ბა თა­ვის ად­გი­ლას. ქი­ბარ ხალ­ვა­შის პო­ზი­ცია იყო ეს, რომ ყვე­ლა რჩე­ბა თა­ვის ად­გი­ლას. ეს ეხე­ბო­და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას, გარ­და ნიკა გვა­რა­მი­ა­სი. და­ნარ­ჩე­ნი უკვე მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.
ამას­თან, არ­ხის ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა არ იცის გი­ორ­გი გა­ბუ­ნია აპი­რებს თუ არა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე ის აღ­ნიშ­ნავს, რომ "პოსკრიპ­ტუ­მის" წამ­ყვა­ნი "მისი ნახ­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი არ იყო".
"ჩემი ნახ­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და და არ იყო, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა ეს არის" - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.
ambebi.ge

პაატა სალია: „რუსთავი 2“-ში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. პაატა სალიას თქმით, წინა მენეჯმენტის მიერ დატოვებული ფინანსები ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასების გასაცემადაც კი არასაკმარისია.
სალია განმარტავს, რომ მუშაობს დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად. ის ამბობს, რომ მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ქიბარ ხალვაში ტელევიზიის გასხვისებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
"არ დავასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა",- განაცხადა პაატა სალიამ.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 
imedinewsge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქართველოში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა.
რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი.
საქართველოში ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. 
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასებიც გაიზარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მეცნიერები: არქტიკაზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა

„არქტიკაზე ყინული ივლისში ჩვეულებრივზე სწრაფად დნება“ - წერს გამოცემა Bloomberg-ი. ყინული, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანეს ფარავს 2019 წლის ივლისის მონაცემებით ამ დროის შესაბამისად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 
გამოცემის ცნობით, ყინულის დაკარგვის მაჩვენებელი განსაზღვრავს მსოფლიოში კლიმატის მდგომარეობას. კოლორადოს ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოში თოვლის და ყინულის მოცულობას სწავლობს, არქტიკაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი 2012 წლის რეკორდს უახლოვდება. 
გრენლანდიამ 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. CNN-ის ცნობით, ყინულის ეს მოცულობა მხოლოდ ერთ დღეში - 13 ივნისს გადნა.
მეცნიერების შეფასებით, ანალოგიური შემთხვევა გრენლანდიაზე 2012 წელის ივნისში მოხდა. ამ წელს კუნძულზე ყინულის დნობის რეკორდი დამყარდა. კუნძულის არსებობის ისტორიაში ყინულის საფარი სრულად დადნა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Thursday, July 18, 2019

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ცნობილია

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო, სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხრი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ნა­წილ­ში დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
„სა­სა­მარ­თლო ერ­თხმად აცხა­დებს, რომ მე­ო­რე­დან მე­ო­თხემ­დე მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სარ­ჩე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის მე-6 § 1 მუხ­ლის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას ეხე­ბა და­საშ­ვე­ბია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კი არა;
სა­სა­მარ­თლო ერ­თხმად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს წე­სე­ბის 39-ე მუხ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ;
სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ექ­ვსი ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ კონ­ვენ­ცი­ის მე­ექ­ვსე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ტ.ს-ს მიერ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ვებ­ლო­ბის ნა­წილ­ში დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა. სა­სა­მარ­თლომ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­ად­გი­ნა ასე­ვე, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა მე­ექ­ვსე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ეხე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ვებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და მო­სა­მარ­თლე ნ.გ. გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ექ­ვსი ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა მე­ექ­ვსე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ნა­წილ­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის კო­ლე­გი­ის მხრი­დან, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და მო­სა­მარ­თლე მ.ტ.“, - ნათ­ქვა­მია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.
ambebi.ge

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დაიწყო

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე  გაეცნო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვების დაწესების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი სამ თვეში განხორციელდება. 
„გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი  სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო.  წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს  არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. საყრდენებისა და  გარეგანათების შეცვლის შემდეგ  ჩატარდება  კლდის ფერდობის  გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო სადენები  მიწის ქვეშ მოექცევა,  დამონტაჟდება ახალი LED სანათები, გზის საფარი კი სრულად  შეიცვლება. ამასთან, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდებოდა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად  შეუძლებელია მუშაობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს.
სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც  პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე. 
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი" აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს ვაზაგაშვილების სასარგებლოდ 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. სახელმწიფომ განმცხადებელს ეს თანხა 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს. 
2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კორტების მიმდებარედ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. 
საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2017 წელს სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის განაჩენი უცვლელად, ძალაში დატოვა.
იური ვაზაგაშვილი სპეცოპერაციის დროს მოკლული მისი შვილის, ზურას საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მოწმეთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგონეს და როდესაც საფლავს მიუახლოვდნენ, იური ვაზაგაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.
imedinews.ge

გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხვა დასრულდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხა.
„ყველაფერი იყო კორექტულად-ბრალდების მხარე ყველანაირად ცდილობდა, რომ საქმე წაეყვანა იმ მიმართულებით, რომ იყო თუ არა რამე მცდელობა, რომ პიროვნებების რომელიმე ჯგუფს მოელაპარაკა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. ჩემი პასუხი იყო, რომ ასეთი იმპროვიზირებული არაფერი მინახავს ცხოვრებაში, როგორც 20 ივნისს შემდგარი მანიფესტაცია იყო.
მოქალაქეები ერთმანეთს ჯერ კიდევ დღის 12:00 საათზე სოციალური ქსელებით მოელაპარაკნენ და ნურც ერთი ოპოზიციური პარტია ნუ ეცდება, რომ ორგანიზატორები იყვნენ. ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები-სახელმწიფო გადატრიალება არ მინახავს ისეთი, რომელსაც ნორმალური ხმის აპარატურაც კი არ აქვს. ყველა იქ მოფ ჟურნალისტს შეუძლია, დამემოწმება, რომ მეხუთე-მეექვსე რიგის იქეთ არავის ესმოდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ხელისუფლების მცდელობა, განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.  
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.
მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბარამიძეგიგი უგულავახატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძეც გამოკითხეს.  
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო, რეზინის ტყვიებისგან დაშავდა მედიის 38 წარმომადგენელი, აქციის 4 მონაწილეს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგეს.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
imedinews.ge

Wednesday, July 17, 2019

"იმატებს ტრავმულობა, გაღიზიანება, აგრესიულობა" - ასტროლოგი გვაფრთხილებს


17 ივლისს, თბილისის დროით 01.31 წუთზე მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა, რითიც სრულდება დაბნელების დერეფნის რთული პერიოდი, რომელიც მზის დაბნელებით, 2 ივლისს დაიწყო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ დაბნელების ნახვა აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის იქნება შესაძლებელი, ასევე სამხრეთ ამერიკის მოსახლეობასაც შეუძლია მისი ხილვა.
დაბნელება და სავსემთვარეობა ხდება თხის რა კირჩხიბის ღერძზე, თხის რქის 24-ე გრადუსზე.
ვინაიდან მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობისას ხდება, ენერგეტიკული თვალსაზრისით რთულ დღედ არის მიჩნეული (16-19 ივლისის პერიოდი მთლიანად), რაც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.
21-22 ივლისამდე მაინც სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს... იმატებს ტრავმულობა, გაღიზიანება, აგრესიულობა.
ადამიანი მეტად მგრძნობიარე, ემოციური ხდება, მით უფრო, რომ მზე, ახლა ყველაზე ემოციურ ნიშანს, კირჩხიბს გადის.
როგორც ყველა სავსემთვარეობას, ახლა მით უფრო განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, ასევე, ხერხემალს, მუხლებს, კბილებს. მატულობს მოტეხილობების ალბათობა.
ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და ზოგადად, მნიშვნელოვანი საქმეების წარმოება სჯობს 20 რიცხვიდან, თუ საშუალება გაქვთ, რომ 1 აგვისტომდე გადადოთ - კიდევ უკეთესი, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური, ამჟამად ე.წ. რეტრომოძრაობაშია, რაც აფერხებს ურთიერთგაგებას, სარფიან გარიგებებს, მოლაპარაკებების პროცესს.
კვლავ აქტუალური რჩება რეკომენდაცია ხალხმრავალ და შეკრების ადგილებში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენის შესახებ!
ასევე, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გზებზე ფეხით ან მანქანით გადაადგილებისას ...
მთვარის დაბნელების დროს, რაღაც ეტაპი სრულდება. გადაავლეთ თვალი თქვენს ახლო წარსულს...ყველაფერი შეასრულეთ რასაც გეგმავდით? და იქნებ ის, რაც ჯერ კიდევ არ შესრულდა, აღარც არის თქვენთვის აქტუალური ან საჭირო?
ამ დაბნელების თემები დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, ზრუნვასთან, მშობლებთან, ბებია- ბაბუებთან, სამსახურსა და კარიერაში ცვლილებებთან.
ბედნიერ დღეებს გისურვებთ! ცოტაც და დაბნელების დერეფანი იხურება! მალე ბევრად მსუბუქი, ნათელი ენერგეტიკა გავრცელდება სამყაროში!
წარმატებები ყველას! "
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე
intermedia.ge

ერაყში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყში, ერბილში 3 თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მოკლულებს შორის არის თურქეთის კონსულის მოადგილე. 
მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა დიპლომატებს ერთ-ერთ რესტორანში გაუხსნეს ცეცხლი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Facebook-ის მუშაობა შეფერხებულია

Facebook-ის მუშაობაში შეფერხებაა. ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდი არ იხსნება, ასევე არ მუშაობას Messenger-ი, შეფერხება ფიქსირდება Instagram-ზეც. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ავღანეთში თალიბებთან შეტაკებას 18 სპეცრაზმელი ემსხვერპლა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 18 ავღანელი სპეცრაზმელი დაიღუპა. ამის შესახებ Khaama Press-ი წერს. 
სააგენტოს ცნობით, შეტაკება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმის ჯგუფმა ბაგდის პროვინციაში თალიბების შტაბბინის შტურმი მიიტანა. დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ადგილობრივი მთავარობის ცნობით, 19 მებრძოლი ლიკვიდირებულია, 20 კი დაჭრილი. ამასთან, რადიკალებმა 6 სამხედრო მძევლად აიყვანეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Tuesday, July 16, 2019

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეულების გვარები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათი საფლავები მოლდოვაშია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოლ­დო­ვა­დან, გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ო­ნი­დან, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა AMBEBI.GE-ს იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მი­ა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის იმ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში, სა­დაც ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ერ­თო საფ­ლა­ვე­ბი გა­ა­კე­თეს და და­ღუ­პულ­თა გვა­რე­ბი და­ფებ­ზე და­ი­ტა­ნეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ომში თუ ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში და­ღუ­პულ­თა სი­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში “და­ხუ­რულ არ­ქი­ვებ­ში” ინა­ხე­ბო­და. ასო­ბით ათა­სი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, რო­მე­ლი­ღაც საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და­მარ­ხუ­ლი და მისი გვარ-სა­ხე­ლი მე­მო­რი­ა­ლურ და­ფა­ზეც ეწე­რა...

🙏 საქართველოს საპატრიარქო

მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცის ოჯახს მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­დათ. არა­და, ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თუ არა, მომ­დევ­ნო წლებ­ში მა­ინც იარ­სე­ბებ­და და­ღუ­პუ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა - ვინ სად, რო­მე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და­მარ­ხუ­ლი... მით უფრო, რომ ათა­სო­ბით მშო­ბე­ლი, ძმა, შვი­ლი, მე­უღ­ლე, სიკ­ვდი­ლამ­დე ელო­და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რს და ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ სი­ტყვებს - “და­ი­კარ­გა უგზო-უკვლოდ”, არ ენ­დო­ბო­და...
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ალ­ბათ, ასე ელოდ­ნენ იმ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­საც, რომ­ლე­ბიც მოლ­და­ვე­თის ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუპ­ნენ. გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ო­ნის დო­როც­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე­თია: 
ჰა­სან ალის ძე ასა­თი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, ბა­თუ­მის, სო­ფელ ორ­და­ში. ნაღმტყორ­ცნელ­თა ასე­უ­ლის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 13 მა­ისს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მოლ­და­ვეთ­ში, გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ონ­ში. ძმა დურ­სუნ ასა­თი­ა­ნი.
თევ­დო­რე (ან თე­დო­რე) და­ვი­თის ძე ტუ­ა­ე­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, კობი, სო­ფელ უხათ­ში. მე­ტყვი­ამრფქვე­ვე­თა ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. დედა – სუ­ლი­ნე, მამა – და­ვი­თი. და­ი­ღუ­პა მოლ­და­ვეთ­ში 4 ივ­ლისს (სა­ვა­რა­უ­დოდ, 1944 წელს).
აგას მე­ლი­ქის ძე შა­მი­რო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს თბი­ლის­ში, 26 კო­მუ­ნა­რის ქუ­ჩა­ზე. მე­უღ­ლე - მა­რია ალე­ქე­სის ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 24 აპ­რილს, მოლ­და­ვეთ­ში.
პავ­ლე ივა­ნეს ძე ხურ­ცი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რო­მა­ბეთ­ში (?). და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ტერ­ნოვ­კა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს. 1957 წლის 17 მა­ისს, სხვა და­ღუ­პუ­ლებ­თან ერ­თად, სო­ფელ სო­კო­ლოვ­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, რა დრო­საც სამ­ხედ­რო სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნით, ე.წ. ЛОЗ-ით ამო­იც­ნეს და სი­ა­შიც შე­იყ­ვა­ნეს. მის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს მოლ­დო­ვა­შიც.
სერ­გო სე­ვას­ტის ძე შა­რე­ი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დაბ­ლა­ცი­ხე­ში... ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. 1955 წელს, მოლ­და­ვე­თის სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ა­რი­ატს მის­მა დამ, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბუ­კის­ცი­ხე­ში მცხოვ­რებ­მა ქსე­ნია შა­რე­ი­ძემ თხოვ­ნა-გან­ცხა­დე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ის ძმის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და...
რა პა­სუ­ხი მი­ი­ღო და­კარ­გუ­ლი ძმის მა­ძი­ე­ბელ­მა ქალ­მა, ამის შე­სა­ხებ მოლ­დო­ვის სამ­ხედ­რო არ­ქი­ვებ­ში ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ნა­ხუ­ლი არ არის... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეფ­რე­ი­ტო­რი (სამ­ხედ­რო წო­დე­ბა რი­გით ჯა­რის­კაც­სა და სერ­ჟანტს შო­რის) სერ­გო შა­რე­ი­ძე 1944 წლის 7 მა­ისს, ოდე­სის ოლ­ქში და­ი­ღუ­პა. 50-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს, ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი ქალი მოლ­და­ვეთ­ში ძმის კვალს ეძებ­და, რად­გან მშობ­ლებს და­პირ­და, რომ მას იპო­ვი­და...
ambebi.ge