Saturday, February 4, 2017

16-17 თებერვალს თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017 გაიმართება

2017 წლის 16-17 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ განათლების  მე-7 საერთაშორისო გამოფენა ტარდება. ყველა მსურველს – აბიტურიენტს, სტუდენტს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს  ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებისა და შემოთავაზებების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-მდე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი 15 ქვეყნიდან: საქართველო, ლიტვა,  ლატვია,  ესტონეთი,  პოლონეთი,  გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, რომანია, რუსეთი, ჩეხეთი, ესპანეთი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაკალავრო, პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების, გაცვლითი პროგრამების შესახებ.
ამასთან, გამოფენაზე მოსული ყველა დაინტერესებული პირი გაიგებს თუ რა ალტერნატივებია და რას სთავაზობს მას სხვადასხვა ონლაინ სასწავლო თუ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, საზაფხულო სკოლა, საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი და ენის შემსწავლელი კურსი; ასევე გაიგებს თუ რა სხვადასხვა მომსახურება შეიძლება მიიღოს სტუდენტმა, სად დასაქმდეს.
მისამართი: გამოფენების ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“
ა. წერეთლის 118, მე-11 პავილიონი
სამუშაო საათები 11:00-19:00 საათი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: http://educationfair.ge/

No comments:

Post a Comment