Thursday, February 16, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაკანსიებზე იწვევს კანდიდატებს

"აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, გამოცხადებული გვაქვს საბუთების მიღება 12 ვაკანტურ პოზიციაზე: 3 დეპარტამენტის უფროსი, 3 განყოფილების უფროსი, 1 სამსახურის უფროსი, ხოლო დანრჩენი - მთავარი სპეციალისტები. საბუთების მიღება სრულდება ხვალ. სრული ინფორმაცია hr.gov.ge ზე მოიპოვება... მინდა რამოდენიმე "ხშირად დასმულ კითხვას" გავცე პასუხი: ა) დიახ! კონკურსი ტარდება საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად! ბ) არა! არავინ არ მყავს წინასწარ გათვალისწინებული არცერთ პოზიციაზე! გ) დიახ! ვიცი რომ სამინისტროს ცალკეულ თანამშრომლებს სურთ მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში. ვფიქრობ, რომ ადამიანის მისწრაფება ზრდისკენ აბსოლიტურად ნორმალურია და ამავე დროს ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ იმ პოზიციებზე საბუთების შემოტანას აზრი არა აქვს! დ) დიახ! პირადად ვიზრუნე იმაზე რომ საკონკურსო საკითხები იყოს შედგენილი შესაბამისი დარგის პროფესიონალების მიერ და მაქსიმალურია გაკეთებული იმისთვის რომ საკონკურსო საკითხებმა "არ გაჟონოს"... აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017-2020 წლების სტრატეგიული გეგმით დასახული აქვს ძალიან ამბიციური მიზნები რომელთა შესრულება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისად ძლიერი და ამბიციური გუნდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას ბევრი ღირსეული კანდიდატი და არჩევანის გაკეთება მოგვიწევს საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა გამოსავლენად. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, საკონკურსო საატესტაციო კომისიის სამდივნოს წინასწარი ინფორმაციით, შემოტანილი განცხადებების 70% არ შეესაბამება გამოცხადებულ მინიმუმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს... მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ არის დარწმუნებული, ვინც ორჭოფობს... კარგად გაეცანით საკონკურსო მოთხოვნებს და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში"- წერს ის თავის facebook გვერდზე.
newajara.ge

No comments:

Post a Comment