საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და დღევანდელ დღეს „ისტორიულს“ უწოდებს.
„გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის!", - წერს საქართველოს პრემიერი.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.
ipn.ge
No comments:
Post a Comment