2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები. დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.
ცვლილებები უცხოური ენების ტესტებში
არჩევითი საგნის „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ საგამოცდო დროის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი
არჩევითი საგანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ სამი წელია, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაემატა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ტესტისათვის გამოყოფილი დრო საკმაოდ ხანგრძლივია - აბიტურიენტების დიდი ნაწილი ტესტზე მუშაობას დაახლოებით 2 საათსა და 30 წუთს ანდომებს. 2016 წელს ახალი ფორმატით ჩატარებულ გამოცდაზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ 3 საათი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდისათვის“ ოპტიმალური საგამოცდო დროა. შესაბამისად, 2017 წელს ამ გამოცდას 3 საათი დაეთმობა, ნაცვლად 3 საათისა და 30 წუთისა.
აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
No comments:
Post a Comment