2017 წლის 1 თებერვალს ნიდერლანდებში, ინჰოლანდის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლა დაიწყო გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა (რუსუდან კობახიძე, გიორგი გალუსტიანი, მარიამ ქაჯაია, ბაია გიგაური). ქართველ სტუდენტებს, ენთუზიაზმით აღსავსე ორმოც სხვა საერთაშორისო სტუდენტთან ერთად (ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, კორეა, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი აშშ, დიდი ბრიტანეთი) გულთბილი მიღება მოუწყო ინჰოლანდის უნივერსიტეტის როტერდამის სკოლის ადმინისტრაციამ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ორ ქვეყანასა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური გაცვლის საინტერესო და ორმხრივად სასარგებლო ტრადიციის დასაწყისი.
No comments:
Post a Comment