Thursday, February 23, 2017
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსწავლეებს უმასპინძლა
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 25-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტის ,,ცოდნა წარმატებული მომავლისთვის“ ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები: ნათია წიკლაშვილი, თამარ სირაძე და პრესსამსახურის უფროსი ნინო დოლიძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, უნივერსიტეტის მისია, პრიორიტეტები, სწავლის პირობები, სამომავლო გეგმები გააცნეს და მომავალი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე ბსუ-ს სამრეწველო ინოვაციურ ლაბორატორიაში ადგილზევე გაეცნენ 3D პრინტერითა და ლაზერული ჭრის აპარატით დამზადებულ ნამუშევრებს, მონაწილეობა მიიღეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის“ ლოგოს დამზადების პროცესში, რომელიც ორგანიზაციას უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცა. ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის ,,აიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
a ari eg pontii ?
ReplyDelete