საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალში მემფისის ღია ჩემპიონატის პირველ ნომრად განთესილი ხორვატი ჩორგბურთელი ივო კარლოვიჩი დაამარცხა.
ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-20 ჩოგანს 2 სეტში ანგარიშით 7:6; 6:3 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველი ჩოგბურთელი მემფისში მიმდინარე ტურნირში ავსტრალიელ მეთიუ ებდენსა და ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება,
ცნობისთვის, პირველ შეხვედრასი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 63-ე ჩოგანი ჯორდან ტომპსონი 2 სეტში 6:3; 6:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სიდნეის ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილი სწორედ ტომპსონმა გამოაგდო.
No comments:
Post a Comment