გლუკოზამინი – ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ გლუკოზამინი საჭიროა სახსრებისათვის, ის აღადგენს ძვლებს და ახდენს ხრტილების ცვეთის პრევენციას. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მას ასევე შეუძლია ანთებითი პროცესების პრევენცია.
ქონდრიოტინ სულფატი – გლუკოზამინის და ქონდრიოტინ სულფატის მიღება ხშირად ერთად ხდება. ეს კომბინაცია აღადგენს ხრტილებს და ამცირებს სახსრების ტკივილს, ზრდის სახსრების მობილურობას და ამცირებს ოსტეოართრიტთან დაკავშირებულ სახსრების დაზიანებას.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – მათ შეუძლიათ ანთების პრევენცია და მყესების სიმტკიცის გაძლიერება. ომეგა-3 თევზის ქონი ასევე ზრდის სახსრების მობილურობას.
S-ადენოზილ-მეთიონინი (SAMe) – წარმოადგენს კო-ენზიმს, რომელიც საჭიროა სხეულის ქსოვილების პროდუქციისათვის. ეს კო-ენზიმი აღადგენს სახსრებს და ამცირებს ანთებებს და ტკივილს. შეიძლება ასევე შეგხვდეთ გლუკოზამინის, ქონდრიოტინ სულფატის და S-ადენოზილ-მეთიონინთის დანამატები. კვლევების მიხედვით SAMe შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც ასპირინი და იბუპროფენი სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად და მათი ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
MSM (მეთილსულფონილმეთანე) – MSM ეხმარება კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც ქსოვილებს ძვლებთან აკავშირებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი სახსრებისათვის.
კალციუმი და ვიტამინი D – მნიშვნელოვანი ვიტამინები ჯანმრთელი ძვლებისათვის! კალციუმი ვიტამინ D-სთან ერთად ამცირებს სახსრების ტკივილს და ანთებას, აძლიერებს ძვლების სიმტკიცეს. კვლევებით ვიტამინი D ზრდის კალციუმის ეფექტურ აბსორბციას.
ვიტამინი C – ვიტამინი C წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების დაცვას. სახსრები წარმოადგენენ შემაერთებელი ქსოვილების ნაწილს. ვიტამინი C ეხმარება კოლაგენის შენებას, რომელიც აუცილებელია მოქნილობისათვის და ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება.
ჯანჯაფილი, კურკუმა (turmeric), ბოსველია (boswellia) – ამ ნატურალურ ინგრედიენტებს აქვთ ჯანმრთელობისათვის ბევრი სასარგებლო თვისება და წარმოადგენენ ბუნებრივ ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს, რომლებიც საჭიროა სპორტით დაკავებული ადამიანების სახსრების ჯანმრთელობისათვის.
დანამატების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რათა შეარჩიოთ სწორი დოზირება, მით უმეტეს, თუ სახსრების მუდმივი ტკივილი გაწუხებთ. დაიმახსოვრეთ, სწორი კვება და გონივრული ვარჯიში დასვენებასთან და აღდგენასთან ერთად აუცილებელია ჯანმრთელი, ტკივილისაგან თავისუფალი სახსრებისათვის.
ზოგადი წესები, რომლებიც თავიდან აგარიდებენ შემაერთებელი ქსოვილების და სახსრების ტრავმებს:
- დაიცავით ვარჯიშის შესრულების ტექნიკა;
- თუ გაქვთ პრობლემები სახსრებთან და შემაერთებელ ქსოვილებთან, შეასრულეთ უფრო უსაფრთხო ვარჯიშები;
- ჩაიტარეთ პროფილაქტიკის კურსი კომპლექსური დანამატებით;
- არ ივარჯიშოთ ზედმეტად დიდი წონებით;
- არ დატვირთოთ სახსრები სრულ აღდგენამდე;
- სახსრების და შემაერთებელი ქსოვილების მკურნალობა შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან.
No comments:
Post a Comment