Sunday, May 6, 2018

აუზებზე უსაფრთხოების დაუცველობის გამო ობიექტები შესაძლოა 1000-3000 ლარამდე დაჯარიმდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საცურაო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ზოგადად წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები შემოდის. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, საცურაო აუზები და სხვა ისეთი დაწესებულებები, რომლებსაც აუზი აქვთ, ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში 1000-დან 3000 ლარამდე დაჯარიმდებიან.
ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით" შემოდის. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტები ფიქსირდება. 
ცვლილება შედის ზედამხველობის სამსახურების მიერ ასეთი ობიექტების შემოწმებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებითაც. ამ მიმართულებით სანქციები მკაცრდება. "პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე მისულ სამსახურის მოსამსახურეებს ობიექტის შემოწმებაში ხელი ეშლებათ. კერძოდ, ობიექტის თანამშრომლები უარს უცხადებენ ობიექტზე მათ დაშვებაზე. ამდენად, მოცემული პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტში ასახულია შესაბამისი ცვლილება, რომლის დარღვევაც იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით", - წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment