ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ტუნისში ადგილობრივი არჩევნები იმართება. ამის შესახებ aljazeera წერს.
არჩევნებში 57 000-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს. ბევრმა პოლიტიკოსმა თავისი კანდიდატურა პირველად წამოაყენა. ამასთან, კანდიდატების დაახლოებით 49% ქალია.
არჩევნების დროს ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვაზე 60 000 სამართალდამცველი და ჯარისკაცია მობილიზებული.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს ტუნისის პრეზიდენტი ზინ ალ-აბიდინ ბენ ალი გადააყენეს, ქვეყანაში მხოლოდ საპრეიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ადგილობრივი არჩევნები კი ოთხჯერ გადაიდო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment