საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ნემსაძე გახდა. ინფორმაციას "ეტალონი" ავრცელებს.
ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10 წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. 9 წლის ბიჭი რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ჩემპიონი ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ემზადება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment