ეროვნული სოციალისტური მოძრაობის წევრები დინამოს ტერიოტორიიდან რუსთაველისკენ მიემართებიან კონტრაქციის ჩასატარებლად. ამის შესახებ ლიბერალი წერს.
მოძრაობის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ მიმართა დინამოსთან შეკრებილებს და უთხრა, რომ მათი მიზანი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გაპროტესტებაა.თეთრ ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით, თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment