Friday, May 4, 2018

ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოდან გაწერეს

ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს
93 წლის აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საავადმყოფოში 13 დღე გაატარა. მან სისხლის ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაიტარა. მედიკოსები განმარტავენ, რომ შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.
უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში მისი მეუღლის, ბარბარა ბუშის დაკრძალვიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 18 აპრილს, 92 წლისა გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment