Friday, May 4, 2018

შსს-მ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმე გახსნა

შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, 21 მარტს მომხდარი  გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის, ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ბრალდებულმა მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები - მაკაროვის და ბერეტას სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა.
1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნუგზარ კახიძე თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 21 მარტს საკუთარ სახლში მოკლეს. დაახლოებით 30 წლამდე ასაკის კაცი დღის პირველ ნახევარში ბიზნესმენის სახლში მივიდა, თქვა, რომ ბანკიდან იყო და წერილი უნდა გადაეცა.
არსებული ინფორმაციით მკვლელი "მაკაროვისა" და "ბერეტას" ტიპის იარაღებიდან ისროდა და აქედან ერთ-ერთს მაყუჩი ჰქონდა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment