Thursday, May 17, 2018

მეტრო თავისუფლების სადგურზე მატარებლები არ გაჩერდებიან


თბილისში დაგეგმილი აქციების გამო, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას უკავშირდება, მეტრო თავისუფლების სადგურზე მატარებლები არ გაჩერდებიან და გზას განაგრძობენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოებაა. შეგახსენებთ, რომ მეტრო თავისუფლებაზე მოძრაობა კვირას, 13 მაისსაც შეზღუდული იყო.
მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. შენობასთან სხვადასხვა ადგილიდან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. 
17:00 საათისთვის ადგილზე შეკრებას გეგმავენ ქართული მარშის წევრებიც. 
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება, თუმცა ლგბტ ჯგუფმა თბილისში აქციის გამართვა გადაიფიქრა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment