2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 17.7 %-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, საქართველოში ვიზიტებისას მოგზაურთა ხარჯი 2017 წელს 5,761 მილიარდი ლარი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 31.6%-ით მეტია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 888.7 ლარია.
ვიზიტორები ყველაზე მეტ ფულს საქართველოში კვებასა და სასმელზე ხარჯავენ. ამ მიმართულებით, 2017 წელს მათ 1,476 მილიარდი ლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა განთავსება (სასტუმრო, ცხოვრება) 1,326 მილიარდი ლარით, მესამე ადგილზე კი გართობა.
საყიდლებზე გაწეული ხარჯი - 789,7 მლნ ლარია; ადგილობრივ ტრანსპორტზე - 483,4 მლნ ლარი, ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე - 382,7 მლნ ლარი, ძვირფას ნივთებზე 40,5 მლნ ლარი; ყველა სხვა ხარჯი - 195,8 მლნ ლარია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment