ლონდონის არსენალი პერსპექტიულ და არაძვირადღირებულ მწვრთნელს ეძებს, რომელიც არსენ ვენგერს ჩაანაცვლებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას აღარ სურს მაღალანაზღაურებადი სპეციალისტის დაქირავება და შესაბამისად, მისი ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა მწვრთნელები მოექცნენ. პრეტენდენტების სიაში აღმოჩნდა ესპანელი ლუის ენრიკე, რომლის წლიური ანაზღაურება „ბარსელონაში“ 16,5 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც ორჯერ მეტია ვენგერის ხელფასზე.
ენრიკეს გარდა ე.წ. შორთ-ლისთში ლონდონის საფეხბურთო კლუბის ყოფილი ფეხბურთელები მიკელ არტეტა და პატრიკ ვიეირა, „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი ლეონარდუ ჟარდიმი, მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“, ასევე იულიან ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმიდან“.
ვენგერმა „არსენალიდან“ წასვლის შესახებ 20 აპრილს განაცხადა. ის კლუბში მთავარ მწვრთნელად 1996 წლიდან მუშაობდა. ზოგიერთი ინფორმაციით, ის „პსჟ“-ში გადადის.
ვენგერის ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შვიდჯერ კი ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment