Tuesday, May 1, 2018

ვოლსკი: ოცნების გენერალური და აღმასრულებელი მდივნები შეიძლება შეიცვალოს


პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ რომ პარტიის ხელმძღვანელები შეიცვალონ. გია ვოლსკი ამბობს, რომ გენერალური და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობები შესაძლოა ყრილობისთვის გადაიხედოს.
"საერთოდ პარტიული მშენებლობა ითვალისწინებს საკადრო გაძლიერებას ორგანიზაციულ ნაწილში. მე ვფიქრობ გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა რეგიონალურ პრობლემებს, არა მარტო პოლიტიკური პარტიული ხაზით. ყველა საკითხთან დაკავშირებით თემებს მოუყრის თავს პოლიტსაბჭო" - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის პოსტს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, აღმასრულებელი მდივნისას კი - პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 11 მაისს რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევს.
ყოფილი პრემიერის თანხმობა გიორგი კვირიკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების შეთავაზებაზე პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ 26 აპრილს გახდა ცნობილი.

No comments:

Post a Comment