Friday, May 18, 2018

წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალისტები გამოვლინდნენ



სპორტკომპლექს ოლიმპიკის აუზში წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ" „სპორტმენეჯმენტი" დიდი სხვაობით 18:2 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში 5 ბურთი სანდრო ადეიშვილმა გაიტანა.მეორე ნახევარფინალში ლოკომოტივმა თბილისს სამი ბურთის სხვაობით, 9:6 მოუგო.
ფინალური სერია 23 მაისს დაიწყება და რომელიმე გუნდის ორ მოგებამდე გაგრძელდება. პირველი შეხვედრა დინამოსა და ლოკომოტივს შორის 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.დასწრება თავისუფალია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment