ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მკვლელობისა და ორი პირის დაჭრის შესახებ, მოკლულის ყოფილი რძალი დეტალებს ჰყვება.
მისი თქმით, ყოფილი მაზლი არაფხიზელ მდგომარეობაში და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ის სახლში შეიჭრა და ყოფილი რძლის სცემა სცადა.
"ჩემმა ქმარმა დამიცვა და ნახეთ რაც მოხდა. ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბავშვებიც მასთან არიან ახლა. მაზლმა რა ვერ მოინელა ჩემი მეორედ გათხოვება ვერ გამიგია. თავი გაუჩეხა ჩემს მეუღლეს. ის შემოვარდა და ძმას დაუძახა საშველად. მეზობლებიც მოვიდნენ ხმაურზე. ყოფილ მაზლთან მყოფი პირები მისივე მანქანით გაიქცნენ და ყელგამოჭრილი დატოვეს აქ",- ამბობს მოკლულის ყოფილი რძალი.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment