Thursday, May 17, 2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში შეხვედრაა


ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთიძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა მონაწილეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment