Friday, May 4, 2018

თბილისის ბიბლიოთეკის თანამშრომლები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ


თბილისის ბიბლიოთეკის თანამშრომლები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ. განცხადებას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
განცხადებაში ბიბლიოთეკარები აღნიშნავენ, რომ გამოცხადებული გამოცდების მოკლე დროში ჩატარება მათი გათავისუფლებისკენაა მიმართული და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სთხოვენ, საგამოცდო ვადა წლის ბოლომდე გადადოს.

ბატონმა კახიმ, ერთხელ დაანონსა, რომ გამოცდების გადადებაში პრობლემას ვერ ხედავდა. ეს გვაძლევს იმედს, კიდევ ერთხელ მივმართოთ.
ბატონო კახი, მივესალმებით თქვენს მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას და ბიბლიოთეკებით დაინტერესებას. რეორგანიზაცია შესაძლებელია უმტკივნეულოდ, გამოცდების გარეშეც. თითქმის არც ერთ სსიპ- სა და აიპ-ში არ ჩატარებულა გამოცდები. რატომ მხოლოდ ბიბლიოთეკარებისთვის? პედაგოგები წლების განმავლობაში აბარებენ გამოცდებს და ვერ ჩაბარების შემთხვევაში სამსახურიდან არ უშვებენ.

ბიბლიოთეკარებისთვის, თუ სასიცოცხლოდ აუცილებელია გამოცდები და ფიქრობთ, რომ რეორგანიზაცია ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ გთხოვთ გამოცდები წლის ბოლომდე მაინც გადადოთ. ჩვენი დარგის სპეციალისტები აღარ არსებობენ. გვაქვს სურვილი რეფორმირებულ ბიბლიოთეკებში ჩვენც ვიმუშაოთ, სხვანაირად არასპეციალისტებს გაუჭირდებათ ბიბლიოთკების მართვა“, - აღნიშნულია ბიბლიოთეკარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიბლიოთკების რეფორმის შესახებ ცნობილი 22 თებერვალს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. რეფორმის შესახებ სოფო ხუნწარიამ ვრცლად „მაესტროს“ ეთერში ილაპარაკა.
6 მარტს თბილისის საკრებულოზე ბიბლიოთეკების გაერთიანების საკითხს მხარი 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების გაერთიანების შედეგად შეიქმნება ახალი ააიპ-ი, სადაც ბიბლიოთეკარები საგამოცდო ტესტირების შედეგად დაინიშნებიან. 
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიბლიოთეკარების ტესტირება ერთი თვით გადაიდო. ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი. თავის მხრივ, ბიბლიოთეკარები მერიას გამოცდის არა 1, არამედ 8 თვით გადავადებას სთხოვენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment