Wednesday, May 2, 2018

საქართველოში ჩინურ სერიალს გადაიღებენ

საქართველოში ივნისიდან ჩინური სერიალის გადაღება დაიწყება. "საქართველოს ეროვნული კინოცენტრის" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ვაშაძის ინფორმაციით, სერიალში, სახელად "ნიღაბი", ცნობილი ჩინელი მსახიობი კენი ლი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ allnews.ge წერს.
"კენი ლი ჩინურ ბაზარზე, სადაც 1 400 000 000-იანი აუდიტორიაა, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მსახიობია", - განმარტა დავით ვაშაძემ. პროექტის მენეჯერის, ირაკლი ჩიკვაიძის ინფორმაციით, გადაღებები ძირითადად, თბილისსა და ბათუმში იქნება, ასევე მიმდინარეობს რუსთავის ავტოდრომის საკითხის განხილვაც.
"სერიალი ჟანრობრივად არის პოლიციური დეტექტივი. სერიალი მოგვითხრობს ჩინელი პოლიციელის შესახებ, რომელიც საერთაშორისო დანაშაულებრივ კორპორაციებთან დაკავშირებით მუშაობს. ამ შემთხვევაში ჩინელი პოლიციელი ჩამოდის საქართველოში და ადგილობრივ პოლიციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ებრძვის საერთაშორისო კარტელს," - განმარტა ირაკლი ჩიკვაიძემ.
მისივე ინფორმაციით, სერიალის პირველი სეზონი უკვე გადაღებულია, მეორე სეზონის გადაღება ჩინეთში ახლაც მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფი საქართველოში ჩამოვა და მუშაობას აქ გააგრძელებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment