Instagram-მა გადახდის სერვისი დაამატა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
ახალი ფუნქცია ზოგიერთი მომხმარებლის პირად სივრცეში უკვე გამოჩნდა. სიახლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ანგარიშში საკრედიო ან სადებეტო ბარათები დაამატონ. მათი საშუალებით კი სპა ცენტრში ჩაეწერონ ან რესტორანში ადგილი დაჯავშნონ.
Instagram-ში განმარტავენ, რომ კომპანია 2017 წლის მარტიდან დაწყებულ სიახლეების ტალღას განაგრძობს.
სერვისი ამ ეტაპზე ტესტირების რეჟიმშია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment