Friday, June 15, 2018

სად დაიდგმება თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო, სადაც გადახდა "მეტრომანით" იქნება შესაძლებელი

ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბის სა­კი­თხი. თბი­ლის­ში ათი ათა­სო­ბით ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის, შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ტუ­რის­ტულ თუ არა­ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის მო­წყო­ბა.
რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, თბი­ლის­ში 30 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო ივ­ლის­ში და­იდ­გმე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი 30 ად­გილ­ზე გან­თავ­სდე­ბა, მათ შო­რის ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­შიც.
ცნო­ბი­ლია, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, ისე „მეტ­რო­მა­ნი­თა“ და სხვა პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბით.
„სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი ისე იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ გა­ა­კე­თებს, ექ­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ცხვა და ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა,“ - გან­მარ­ტეს ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში.
გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია „სითი ბოქსს,“ რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­პირ­ფა­რე­შო­ებს გა­ნა­თავ­სებს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ ობი­ექ­ტე­ბი იყოს შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­ინ­ფორ­მა­ციო წარ­წე­რებ­ზე იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ნუ­ლი ბრა­ი­ლის შრიფ­ტი. ამას­თან, სა­პირ­ფა­რე­შო აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შვის გა­მო­საც­ვლე­ლი მა­გი­დით.
„ეს იქ­ნე­ბა მზა კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც უკვე შეკ­ვე­თი­ლია და უნდა ჩა­მო­ი­ტა­ნონ. კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ან­ტი­ვან­და­ლუ­რი, ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი უკვე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გამ­ზა­დე­ბუ­ლია და დად­გმა სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლის­ში და­ი­წყე­ბა,“ - გან­მარ­ტეს ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში.
სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტი­ვან­და­ლუ­რი და ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შოს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­ი­ჯა­რე, რო­მე­ლიც ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია, ცხე­ლი ხა­ზის მუ­შა­ო­ბა კვი­რა­ში 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
სა­პირ­ფა­რე­შოს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის. რო­გორც მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ფასს კომ­პა­ნია გან­სა­ზღვრავს.
„ჩვენ ფასს ვერ ვუ­სა­ზღვრავთ, მაგ­რამ ბაზ­რი­დან და თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძვირს ვერ და­ა­დე­ბენ, უნდა და­ა­დონ ისე­თი ფასი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა“ - გა­ნუ­მარ­ტეს AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლებს, სა­დაც სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი უნდა გან­თავ­სდეს, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:
მეტ­რო­სად­გუ­რი დი­დუ­ბის ზედა და ქვე­და შე­სას­ვლე­ლე­ბი, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის N30-ის მიმ­დე­ბა­რედ, ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე ალექ­სან­დრეს ბაღ­თან, კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­ა­კა­ძის მო­ე­და­ნი, ორ­თა­ჭა­ლის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ და მო­პირ­და­პი­რედ გუ­ლი­ას ქუ­ჩა­ზე, ჩა­ჩა­ვას ქუ­ჩის N1-ის მიმ­დე­ბა­რედ, მეტ­რო­სად­გურ ისა­ნი მიმ­დე­ბა­რედ ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუჩა, ყაზ­ბე­გი­სა და პე­კი­ნის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, რი­ყის პარკში, დიღ­მის მა­სივ­ში ე. მი­ქე­ლა­ძის ქუ­ჩის N12, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი N 19 მდე­ბა­რე სკვერ­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მეტ­რო­სად­გურ „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის“ მიმ­დე­ბა­რედ, ც.და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, მეტ­რო­სად­გურ ავ­ლა­ბარ­თან, კიკ­ვი­ძის ბაღ­ში, ც. და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მეტ­რო­სად­გურ „ნა­ძა­ლა­დე­ვის“ მიმ­დე­ბა­რედ, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე - ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რედ, აგ­ლა­ძის ქუ­ჩის N1-ის მიმ­დე­ბა­რედ - ელი­ა­ვას ზედა შე­სას­ვლელ­თან, წი­ნას­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე - „დე­ზერ­ტი­რე­ბის“ ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რედ, სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე (ლილო), ბა­გებ­ში - ავ­ტო­ბუ­სის ბოლო გა­ჩე­რე­ბა­ზე, დიღ­მის მა­სივ­ში - მა­ი­ა­კოვ­სკის სა­ხე­ლო­ბის სკვერ­სა და სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017 წელს ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის მი­ხედ­ვით, გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნია „სითი ბოქსს“ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი დე­კემ­ბერ­ში უნდა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა, თუმ­ცა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ვა­დამ 6 თვით გა­და­ი­წია. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი უნდა და­იდ­გას, „სითი ბოქსს“ 20-წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ე­ცა.
მთა­ვა­რი ფო­ტოს ავ­ტო­რი გოგა ჩა­ნა­დი­რი
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment