Apple-მა ოპრა უინფრისთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიზეზი ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქციის ორიგანალურად წარმოჩენაა. ამის შესახებ CNBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი ტელეწამყვანი საკუთარ შესაძლებლობებს და აუდიტორიას გამოიყენებს და Apple-ის პროდუქციას პოტენციურ მომხმარებელს ორიგინალური პროგრამების საშუალებით შესთავაზებს. პროექტში Apple-მა $1 მილიარდი ჩადო.
აღსანიშნავია, რომ Apple-ი სილიკონ ველიზე ერთადერთი კომპანია არ არის, ვინც საკუთარი პროდუქციის ორიგინალური ფორმით რეკლამირებისთვის ამ ხერხს მიმართავს. Amazon-ი, Facebook-ი და სხვა მსხვილი კომპანიები იმ ჩამონათვალშია, რომლებიც მომხმარებელთა მოსაზიდად სატელევიზიო სტუდიებს აშენებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპრა უინფრის შოუ ტელეეკრანებზე საუკუნის თითქმის მეოთხედის განმავლობაში არსებობდა (1986-2011) და ყოველთვის მაღალრეიტინგული იყო.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment