Friday, June 1, 2018

გორში სტუდენტები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას მართავენ

ნუ მომკლავ! გამოააშკარავე დამნაშავე! ერთად სამართლიანობისთვის! - ამ ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს გორში.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბნენ და ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებმა ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და საქმის ობიექტურად და უმოკლეს ვადებში გამოძიება მოითხოვეს.
გუშინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმში, თელავში, გურჯაანში, ზუგდიდსა და გორში.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება. 
აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

გუშინ დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment