Sunday, June 10, 2018

არჩევნებზე აკრედიტაციის მისაღებად, ჟურნალისტებს შეიძლება საჯარო რეესტრის ამონაწერი მოსთხოვონ


საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, მედიის წარმომადგენლებს (პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს), საარჩევნო აკრედიტაციის მისაღებად, საარჩევნო კომისიაში განაცხადთან ერთად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერიც უნდა წარადგინონ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ მოეთხოვებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. 
მცირდება აკრედიტაციისთვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან ორი დღის ვადაში, ნაცვლად ერთი დღისა.
ცვლილებების თანახმად, ასევე იზღუდება საარჩევნო უბნებზე ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოს და ვიდეოს გადაღება, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არ არის. 
ცვლილებით ასევე იკრძალება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა. 
ცვლილებების ავტორები იურიდიულ საკითხთა  კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფია. ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ისინი შემოდგომას დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment