Friday, June 8, 2018

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტორში დაუდასტურეს. 
 
მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებასაც შსს აწარმოებს.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. რასაც დაზარალებული მახარის პროტესტი მოჰყვა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
იმავე დღეს, პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნა გამოძიებაში და მას მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
მოკლული დავით სარალიძის მამამ რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ ხელისუფლებას 10 ივნისამდე დროს მისცა, გმოავლინონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროში 7 ივნისს მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაიბარეს, რომელიც მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. 
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment