ვატიკანის სასამართლომ მონსინიორ (საპატიო წოდება კათოლიციზმში, რომელიც ენიჭება ეპისკოპოსებს და განსაკუთრებული ღირსების მატარებელ ცალკეულ საეკლესიო პირებს) კარლო ალბერტო კაპელას ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისა და გავრცელებისთვის წაუყენა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
კაპელა გასულ წელს აშშ-ს საელჩოში ვატიკანის დიპლომატიურ კორპუსში, წოდების მიხედვით, რიგით მე-4 ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირი იყო.
ის ერთი წლის წინ ვაშინგტონიდან გაიწვიეს.
აპრილიდან ის ვატიკანში, პატიმრობაშია.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წელს, შობის დღესასწაულზე მან ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოები ატვირთა.
კაპელა მღვდლად 1993 წელს აკურთხეს. ვატიკანის დიპლომატიურ კორპუსს ის 2004 წელს შეუერთდა.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment