Sunday, June 3, 2018

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი: გავემიჯნე ზვიად კუპრავას

მე გავემიჯნე არა ზაზა სარალიძეს, არამედ – ზვიად კუპრავას და მის ძმას – კააას, – ამის შესახებ „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა, შალვა კუჭაშვილმა განაცხადა. ამის შესახებ 1tv წერს.
„მე ამ აქციას იმიტომ გავემიჯნე, რომ იქ იგეგმებოდა პოლიტიკური პირების მიყვანა და ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს და დათუნა სარალიძის მკვლელები უნდა დაისაჯონ, მაგრამ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური დივიდენდების მიღების გზით, არა გადატრიალების გზით. მე იქ გავემიჯნე არა ზაზა სარალიძეს, არამედ – ზვიად კუპრავას და მის ძმას – კააას“, – აღნიშნა კუჭაშვილმა, რომელიც ვაკის პარკში ესწრება აქციას – „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“.
ასევე ზაზა სარალიძე ვაკის პარკში მიმდინარე აქციას შეუერთდა.
ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ დაიწყო.
დღესვე, რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და 18:00 საათზე საინფორმაცია აქცია დაანონსეს, სადაც მომავალ გეგმებზე ისაუბრებენ. 
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.  პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო 

31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment