Monday, December 17, 2018

2018 წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმები დასახელდა

პორტალმა Screen Rant-მა 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმი დაასახელა. 
რეიტინგის ლიდერი რეჟისორ არი ასტერის სადებიუტო ფილმი „რეიკარნაცია“ გახდა. მასში მთავარ როლს ტონი კოლეტი ასრულებს.
მეორე ადგილზეა „მშვიდი ადგილი“. ფილმის რეჟისორი ჯონ კრასინსკია, რომელიც მთავარ როლსაც ასრულებს.
მესამე ადგილს ლუკა გუადანიოს ფილმი Suspiria მოხვდა. მასში მთავარ როლებს ტილდა სუინტონი, დაკოტა ჯონსონი და ქლოე გრეის მორეცი ასრულებენ.
მეოთხე ადგილზეა „მოჩვენებათა ისტორია", მეხუთე ადგილზე კი „გადარჩენილი“ გავიდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment