Wednesday, December 19, 2018

დაკავებული ველისციხელების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული მამუკა უსინაშვილისა და გოჩა მაისურაძის თანასოფლელები და ახლობლები ამ წუთებში სოფელ ველისციხის ცენტრში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მათი თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ვინაიდან მათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
„ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები. ნაციონალები იმ აქციაზე თავად პროვოცირებდნენ. მაისურაძეს ხელი ჰკრეს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის ვიდეო არსებობს. ეს ადამიანები მხოლოდ თავს იცავდნენ და რატომ დააკავეს არ ვიცით. ველისციხიდან მიხეილ სააკაშვილის ძმა რომ გავაძევეთ, ამიტომ იყვნენ ჩვენს მიმართ ასეთი აგრესიულები. ჩვენ იმედი გვაქვს სამართლიანი გამოძიება იქნება და გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს დავიწყებთ"- აცხადებენ ველისციხელები.
გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. ორივე მათგანი პოლიციამ გუშინ დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment