Tuesday, December 18, 2018

ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული ზაზა ბაქრაძე: ჩემ წილ ცოდვას ვინანიებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, მათგან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს.
მოსამართლემ ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განუსაზღვრა, ასევე ჯარიმა დააკისრა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.
როგორც ზაზა ბაქრაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, ის თავის წილ ცოდვას ინანიებს.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 
საქმეზე ბრალდებული ოთხი პირიდან სამი: გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა. ირაკლი ფირცხალავა კი უკვე იხდის სასჯელს.
ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment